საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის საფრანგეთში ვიზიტი

JPEG
ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე, 2005 წლის 28-31 მარტს, 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის დასათვალიერებლად, გრენობლში გაემგზავრა. აღნიშნული ვიზიტისას, რომლის მიზანიც სამთო სფეროში დაგეგმარების ტექნიკის გაცნობა იყო, გენერალ ქუთათელაძეს საშუალება მიეცა წვრთნების დროს დაეთვალიერებინა სამთო-ქვეითი ჯარის ნაწილი.

ეროვნული გვარდიის სარდალი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცრის, ლეიტენანტ რეზესიძის თანხლებით, შეხვდა სამთო ბრიგადის ოფიცრებს, შემდეგ კი გაემგზავრა შამონის სამთო-საწვრთნელ ცენტრში, სადაც იგი განსაკუთრებით დაინტერესდა მისი მოწყობითა და არსებული სტრუქტურით. ეროვნულმა გვარდიამ უნდა შექმნას ასეთივე სასწავლო ცენტრი საჩხერეში. აღნიშნული ვიზიტის პასუხად, მომავალ სემესტრში გათვალისწინებულია საფრანგეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი, რომლის დროსაც, უცხოელი სტუმრები დაესწრებიან ისეთივე დაგეგმარების ღონისძიებას, რომელზე დასწრების საშუალებაც მიეცა გენერალ ქუთათელაძეს საფრანგეთში.

გამოქვეყნებულია 19/09/2007

გვერდის დასაწყისი