ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე: 2018 წლის პრემიების გადაცემა [fr]

საფრანგეთის საელჩო და ნიდერლანდების საელჩო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს საკუთარ 2018 წლის პრემიებს გადასცემენ.

საფრანგეთის საელჩოს 2018 წლის პრემია ადამიანის უფლებების დარგში ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც შეიქმნა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარგში მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოვებლად.

უკვე მესამედ გადაცემული პრემიის თემა იყო “ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონებში”. მსგავსი ღონისძიებისადმი გამოხატული ინტერესის ნიშნად, მოსახლეობასთან უშუალოდ მომუშავე მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა და შესაბამისი პროექტები. 9 კანდიდატურა იქნა განხილული ჟიურის მიერ, რომელიც შედგებოდა საფრანგეთის საელჩოს წევრებისგან, ნიდერლანდების საელჩოს ერთი წარმომადგენლისა და სახალხო დამცველისგან, ქ-ნი ნინო ლომჯარიასგან.

პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართა თბილისში, 2018 წლის 12 დეკემბერს, ნიდერლანდების საელჩოსთან თანამშრომლობით, რომელმაც ადგილობრივი პრიზი “Tulip” გადასცა ლაურეატებს. ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ პირადად გადასცა 2018 წლის საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში არასამთავრობო ორგანიზაციას « კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი », რომელიც პანკისის ხეობაში მოღვაწეობს ახალგაზრდა ქალებთან და ლტოლვილებთან. მისი ქმედება მიმართულია განათლების მიცემასა და სწავლებისკენ გრძელვადიანი სოციალური ინტეგრაციის მიზნით. 2000 ევროს ოდენობის პრემია გამოყენებული იქნება ორგანიზაციის მიერ დაარსებული დუისის კულტურული ცენტრის აღდგენითი სამუშაოებისთვის.

გარდა ამისა, საპატიო შეფასებით დაჯილდოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია « IMEDI Handicap ». აღნიშნულმა ორგანიზაციამ აჭარაში, რთულად მისადგომ შუახევის რაიონში სპეციალური ცენტრი გახსნა უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. აჭარის მთავრობასთან და მუნიციპალიტეტთან განხორციელებული კარგი თანამშრომლობის წყალობით, რის შედეგადაც ცენტრის მშენებლობის თანადაფინანსება გახდა შესაძლებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია დღეისათვის კონცენტრირებულია ცენტრის მომავალი სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ფორმირებით.

საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, ბ-მა იოჰანეს დუმამ ადგილობრივი პრიზით “Tulip” ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე რამდენიმე ქართველი აქტივისტი დააჯილდოვა : გულიკო ხანგოშვილი, კამრან აფანდაიევი, არიზ დაშდემირლი და თამარ მეარყიშვილი.

საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა, ამგვარად, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამცველთა მიმართ მხარდაჭერა.

საფრანგეთის საელჩოს პრემიის გადაცემის ცერემონია ადამიანის უფლებების დარგში
საფრანგეთის საელჩოს პრემიის გადაცემის ცერემონია ადამიანის უფლებების დარგში
ფოტო : საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 15/01/2019

გვერდის დასაწყისი