ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (ENA) საერთაშორისო პროგრამები

JPEG

საჯარო მოხელეებო, გსურთ დახვეწოთ და განავითაროთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თქვენს საქმიანობასთან? გსურთ გაუზიაროთ პირადი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნების საჯარო მოხელეებს?

ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (ENA), ისევე როგორც ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტები (IRA), ყოველწლიურად არჩევენ დაახლოებით 80-მდე უცხოელ კანდიდატურას.

თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს, თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ ერთ-ერთი მათგანი : http://www.ena.fr/index.php/Europe-International/Programmes-de-formation-internationaux/Les-cycles-longs

ადმინისტრირების ეროვნული სკოლა ამაყობს თავისი 70 წლიანი წარსულით და დღესდღეობით, მენეჯმენტის თვალსაზრისით, ფრანგი, ევროპელი და საერთაშორისო მაღალი თანამდებობების საჯარო მოხელეების მომზადების მთავარ სკოლას წარმოადგენს. ჩვენი სკოლა იზიდავს როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილ საჯარო მოხელეებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

საჯარო მოხელეებისთვის არსებობს გრძელვადიანი მომზადების 3 კურსი:

CIL - ადმინისტრირების ეროვნული სკოლის ხანგრძლივი საერთაშორისო კურსი (ხანგრძლივობა: 14 თვე, დამწყები მოხელეებისათვის. შენიშვნა: ციკლზე შეიძლება დაშვებულ იქნას მომავალი საჯარო მოხელეებიც, გამონაკლისის დაშვებით). ეს დიპლომირებული ფორმაცია აერთიანებს სამ პროფესიულ სამაგისტრო კურსს: „საჯარო ინსტიტუციების კომუნიკაცია“, „საჯარო საქმე ევროპაში“ და „ზოგადი საჯარო ადმინისტრირება“. კურსების ორგანიზატორია ადმინისტრირების ეროვნული სკოლა, რომელიც პარტნიორობს საფრანგეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან: პარიზი CELSA, პარიზი 1 პანთეონ-სორბონი და სტრასბურგის უნივერსიტეტი.
CIP - ადმინისტრირების ეროვნული სკოლის პროფესიული სრულყოფის საერთაშორისო კურსი (ხანგრძლივობა: 8 თვე, მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის). ეს დიპლომირებული ფორმაცია აერთიანებს ორ პროფესიულ სამაგისტრო კურსს: „ადმინისტრირება და საერთაშორისო საქმეები“ და „ადმინისტრირება და საჯარო ფინანსები“. კურსების ორგანიზატორია ადმინისტრირების ეროვნული სკოლა, რომელიც პარტნიორობს შემდეგ უნივერსიტეტებთან: პარიზი 1 პანთეონ-სორბონი და სტრასბურგის უნივერსიტეტი.
CiIRA - ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტების საერთაშორისო კურსი (ხანგრძლივობა: 8 თვე, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი საჯარო მოხელეებისათვის). ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტები საშუალებას აძლევენ საჯარო მოხელეებს, გარდა ინსტიტუტში მათი სწავლებისა, პარალელურად გააკეთონ სხვა მაგისტრატურაც.

დაინტერესებული კანდიდატები აუცილებლად უნდა იყვნენ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეები, ბრწყინვალედ უნდა ფლობდნენ ფრანგულ ენას, კარგად იცოდნენ ინგლისური და ჰქონდეთ მასტერ 1-ის დიპლომი (ან მისი ექვივალენტი).

შერჩევის პროცედურები საერთოა როგორც ადმინისტრირების ეროვნული სკოლისთვის, ისე ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტებისათვის.

შერჩევის ვადები:
2016 წლის 20 სექტემბერი - 20 ნოემბერი : ონლაინ რეგისტრაცია და შევსებული დოსიეს მიტანა საფრანგეთის საელჩოში
2016 წლის 20-30 ნოემბერი : საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული პრე-კასტინგი
2016 წლის 14-20 დეკემბერი : საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული მისაღები გამოცდების პირველი ეტაპი
2017 წლის მარტი-აპრილი : მისაღები გამოცდების დასკვნითი ეტაპი
2017 წლის აპრილის ბოლო : მიმღები კომისია
2017 წლის სექტემბერი : სასწავლო კურსის დაწყება CIL პროგრამაზე, ისევე როგორც IRA-ს პროგრამებზე
2017 წლის დეკემბერი : სასწავლოს კურსის დაწყება CIP პროგრამაზე

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ადმინისტრირების ეროვნული სკოლის ოფიციალური ვებ-გვერდი

60 წელზე მეტია, რაც ადმინისტრირების ეროვნული სკოლა სხვადასხვა კონტიტენტებიდან იღებს სტუდენტებს. ამ ეტაპისთვის, სკოლაში მომზადება გაიარა 132 ქვეყნის 3500-ზე მეტმა უცხოელმა სტუდენტმა.

ადმინისტრირების რეგიონალური სკოლის ვებ-გვერდები:
ლიონი: https://www.ira-lyon.gouv.fr/fr/Pages/accueil.aspx
მეცი: http://www.ira-metz.gouv.fr/
ბასტია: https://www.ira-bastia.fr/
ლილი: https://www.ira-lille.gouv.fr/fr/Pages/accueil.aspx
ნანტი: http://www.ira-nantes.gouv.fr/

კონტაქტი პარიზის ეროვნული ადმინისტრირების სკოლასთან:
იზაბელ კომბარნუ
უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.: + 33 (0)1 44 41 85 98
ელ-ფოსტა: isabelle.combarnous@ena.fr

PDF - 324.7 ko
Fiche promotionnelle (FR)
(PDF - 324.7 ko)
PDF - 388.8 ko
Fiche promotionnelle (EN)
(PDF - 388.8 ko)

publie le 25/10/2016

hautdepage