ავიზო « Commandant Bouan » - ის ბათუმის პორტში შესვლა

JPEG

ფრანგულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ავიზო "კომანდანტი ბუანი" და მისი ეკიპაჟის წევრები ბათუმის პორტში 2007 წლის 16-დან 19 აპრილამდე იდგა.

ავიზო "კომანდანტი ბუანი" 10 აპრილიდან მონაწილეობს შავი ზღვის პატრულირებაში.
JPEG

გარდა დახვედრის ცერემონიისა, მისი აღმატებულება ბატონ ფილიპ ლეფორის, საფრანგეთის ელჩის საქართველოში მონაწილეობით, მრავალი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქართველ სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან.
JPEG

მოსახლეობამ გემი დაათვალიერა სამშაბათს, 17 და ოთხშაბათს, 18 აპრილს, 14.00სთ-დან 17.00სთ-მდე.
JPEG

ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გემის ზღვაში გასვლაში 2007 წლის ხუთშაბათს 19 აპრილს.

საფრანგეთის ფლოტის 35 გემი მუდმივად იმყოფება მსოფლიოს ყველა ზღვაში, მინიმუმ 1 რაკეტამზიდი ატომური წყალქვეშა ნავი პატრულირებს და 12 საჰაერო ხომალდი ანხორციელებს ფრენას

publie le 01/08/2007

hautdepage