არმიების მინისტრის მოკლე ვიზიტი

არმიების მინისტრი, ქალბატონი ფლორანს პარლი, 26 ოქტომბერს ტექნიკური ვიზიტით ეწვია საქართველოს.

თბილისის აეროპორტში მას დახვდნენ მისი ქართველი კოლეგა, ბატონი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი, საფრანგეთის ელჩი, მ.ა. ბატონი პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ოლივიე მადიო.

JPEG - 89.3 ko
ქ-ნი ფლორანს პარლის დახვედრა ბ-ნი ლევან იზორიას მიერ თბილისი აეროპორტში

მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ისარგებლეს ამ პირველი კონტაქტით, რათა მისალმებოდნენ საუცხოო ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.

JPEG - 86 ko
შეხვედრა ქ-ნ პარლისა და ბ-ნ იზორიას შორის

გამოქვეყნებულია 07/11/2017

გვერდის დასაწყისი