არქეოლოგიური მისია « კავკასიური კარიბჭე »

არქეოლოგიური მისიის « კავკასიური კარიბჭე » ფარგლებში საფრანგეთის მეცნიერული კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) წარმომადგენლებმა მარჟან მასკურმა, კვლევების დირექტორმა და კარინ დებიუმ, ინჟინერმა სასწავლო დარგში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში, სტეფანწმინდის რაიონში თამარის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში. ევროკავშირის პროგრამის « ERC Persia » არქეოლოგიური ობიექტის თანახელმძღვანელები არიან პროფესორი ებერჰარდ საუერი ედინბურგის უნივერსიტეტიდან და პროფესორი კონსტანტინე ფიცხელაური თბილისის არქეოლოგიური ინსტიტუტიდან.

ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ეწვია თამარის ციხეს, რათა გათხრები დაეთვალიერებინა და იქ მომუშავე ფრანგ და უცხოელ მკვლევარებს მისალმებოდა.

JPEG
JPEG

publie le 01/11/2017

hautdepage