ახალგაზრდა ქართველი სტიპენდიანტის წარმატება

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა პასკალ მენიემ, საელჩოში უნივერსიტეტის "პანთეონ-ასა პარი 2" ფრანგული და ევროპული იურიდიული კულტურის მაგისტრატურის კურსდამთავრებული გვანცა ჩადუნელი მიიღო.

2015-2017 წლებში , ჯგუფ ,,სოსიეტე-ჟენერალის", საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობათა სტიპენდიანტი გვანცა ჩადუნელი საუკეთესო აკადემიური შედეგის მიხედვით კურსის ლიდერის წოდების მფლობელი გახდა.

ელჩმა მიულოცა ქართველ კურსდამთავრებულს ბრწყინვალე აკადემიური მიღწევა და წარმატებები უსურვა.

უნივერსიტეტი "პანთეონ-ასა პარი 2" ისტორიულად ცნობილია თავისი პრესტიჟული სამართლის ფაკულტეტითა და მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებით.

უნივერსიტეტი აღიარებულია როგორც სამართლის პირველი უნივერსიტეტი საფრანგეთში.

JPEG - 129.1 ko
გვანცა ჩადუნელი და ბ-ნი პასკალ მენიე

გამოქვეყნებულია 18/04/2018

გვერდის დასაწყისი