ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა ფრანგულ-ქართულ სასწავლო სტიპენდიებთან დაკავშირებით [fr]

2019 წლის 5 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო შეხვედრებს უმასპინძლა. ეს შეხვედრები საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და სააგენტო კამპუს ფრანსმა მოაწყვეს განათლების გამოფენის « აირჩიე საფრანგეთი » ფარგლებში.

ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის თორმეტიოდე უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ, სააგენტო კამპუს ფრანსმა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა, გახსნეს ბ-მა პასკალ მენიემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა და ქ-მა ნათია ზედგინიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიების ფარგლებში, კამპუს ფრანსის გეოგრაფიული კოორდინაციის დირექტორმა, ბ-მა ოლივიე შიშ-პორტიშმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ქ-მა ნინო ჭელიძემ ერთობლივად მოაწერეს ხელი სასწავლო სტიპენდიების ფრანგულ-ქართული პროგრამის ახალ ხელშეკრულებას. ეს უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც ორივე სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შედეგია. ის საშუალებას იძლევა, რომ ყოველწლიურად თხუთმეტი სასწავლო სტიპენდია გაიცეს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად წამსვლელ ქართველ სტუდენტებზე.

რამდენიმე დღით ადრე შერჩეულ ახალ სტიპენდიანტებს, ღონისძიების დროს, მაგისტრის დონის სტიპენდიის სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა განსაკუთრებით ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა აგრარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, არქიტექტურა, მენეჯმენტი და საჯარო მართვა.

ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა ფრანგულ-ქართულ სასწავლო სტიპენდიებთან დაკავშირებით
ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა ფრანგულ-ქართულ სასწავლო სტიპენდიებთან დაკავშირებით
ფოტო: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

Remise du certificat de bourse de niveau master
Remise du certificat de bourse de niveau master
Photo: Institut Français de Géorgie
სასტიპენდიო სერთიფიკატის გადაცემა
სასტიპენდიო სერთიფიკატის გადაცემა
ფოტო: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

გამოქვეყნებულია 07/10/2019

გვერდის დასაწყისი