ბავშვთა დაცვა : ფრანგული წიგნის ქართული თარგმანი დარგის პროფესიონალთათვის

28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციამ « საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი » წარადგინა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და « ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიუროს » (BICE) ფინანსური მხარდაჭერით ფრანგულიდან ქართულ ენაზე გადათარგმნილი სახელმძღვანელო ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ.

თერაპევტ მარტინ ნისის წიგნი « ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, დარღვეული დუმილის დადებითად გამოყენება » გადათარგმნილი იქნა ქართულ ენაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით და ამგვარად არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ძალადობის თემაზე არსებული ლიტერატურა შეავსო.

JPEG - 112.7 ko
წიგნის პრეზენტაცია მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების, UNICEF-ის, სახალხო დამცველის ბიუროს წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მონაწილეობით

ძალადობის აღმოჩენიდან დაწყებული სასამართლო პროცედურებით დამთავრებული, წიგნი აღწერს საფრანგეთის გამოცდილებას, თუმცა ასევე გვთავაზობს ამ ფენომენის უკეთ იდენტიფიცირების, ჩაწვდომისა და მასზე პასუხის გაცემის საშუალებებს. ამიერიდან ის ქართულადაცაა ხელმისაწვდომი და დაურიგდება ბავშვთა სფეროსა და სხვადასხვა დაწესებულების პროფესიონალებს, რათა გაძლიერდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარება და უფრო ფართო საზოგადოების სენსიბილიზება მოხდეს ამ პრობლემატიკის მიმართ.

PNG - 739.6 ko
მარტინ ნისის « ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, დარღვეული დუმილის დადებითად გამოყენება » (მარცხნივ) და მისი ქართული თარგმანი (მარჯვნივ)

წიგნის წარდგენისას ბატონმა ჟან-ივ ლავუარმა, მრჩეველმა თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, დამსწრეებს შეახსენა საფრანგეთის ერთგულება ბავშვთა უფლებების დაცვისადმი საქართველოში და ხაზი გაუსვა აღნიშნულ თემაზე ფრანგ და ქართველ პორფესიონალებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.

JPEG - 126.5 ko
ჟან-ივ ლავუარი (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი)
JPEG - 109.7 ko
მარცხნიდან მარჯვნივ : მატილდ კომე (თანამშრომლობის ატაშე), დიანა ფილატოვა (BICE-ს წარმომადგენელი), მარტინ ნისი (ექსპერტი)

24-დან 26 აპრილის ჩათვლით, ექსპერტმა მარტინ ნისმა აგრეთვე ჩაატარა ტრენინგი « a coordinated response to child sexual abuse » (« კოორდინირებული პასუხი ბავშვისადმი სექსუალურ ძალადობას ») ბავშვთა დარგის ოცამდე პროფესიონალისთვის (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები) მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ პარიზის ბუტ-შომონის თერაპიის ცენტრში მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ეს საქართველოში მის მიერ ჩატარებული რიგით მეორე მსგავსი ტიპის ღონისძიებაა, რომელიც « საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა » მოაწყო « ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიუროს » მხარდაჭერით.

29 აპრილს « საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა » ასევე დაიწყო ახალი პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით, რომლის მიზანიცაა მგრძნობელობის ასამაღლებელი ქმედებებისა და ძალადობის, მათ შორის სექსუალური, მსხვერპლი ბავშვებისა და მოზარდების მომსახურეობის გაძლიერება თბილისის (« საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი »), ზუგდიდისა (ცენტრი « თანაზიარი ») და ბათუმის (Step Forward) სამ თავშესაფარში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ასოციაციის « საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის » და ბუტ-შომონის თერაპიის ცენტრის შესახებ მიჰყევით შესაბამის ბმულებს.

იხილეთ ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიუროს ქმედებები საქართველოში.

publie le 19/05/2017

hautdepage