ბერნარ ფასიეს გარდაცვალება [fr]

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 1993-1997 წლებში საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი ბერნარ ფასიეს გარდაცვალების გამო და გულწრფელად უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ელჩმა პასკალ მენიემ პირადად გამოხატა თავისი დიდი მწუხარება ბერნარ ფასიეს ვაჟთან სატელეფონო საუბრისას. ბერნარ ფასიემ, რომელიც პირველი ელჩი გახლდათ რეზიდენციით საქართველოში ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საძირკველი ჩაუყარა ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას. მას საქართველოში ისევ ჰყავს მრავალი მეგობარი, რომლებიც იზიარებენ მისი გარდაცვალების ტკივილს.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაწერეს ბ-ნ ფასიესთან საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით 2017 წელს.

გამოქვეყნებულია 25/04/2018

გვერდის დასაწყისი