ბიარიცის დიდი შვიდეულის სამიტი (2019 წლის 24 – 26 აგვისტო) [fr]

დიდი შვიდეულის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების სამიტი, ბიარიცში, 2019 წლის 24-დან 26 აგვისტომდე გაიმართება. ეს საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომლის ყურადღების ცენტრშიც უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა მოექცა.

დიდი შვიდეული საფრანგეთს, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, კანადასა და ევროკავშირს აერთიანებს არაფორმალურ ფორმატში. ეს დიდი სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის 50%-ს წარმოადგენენ, ასევე იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს და ამოძრავებთ ერთობლივი მიზანი, მსოფლიოს დიდი პრობლემები განიხილონ.

განახლებული ფორმატის ბიარიცის სამიტი პარტნიორ ქვეყნებს, სახელდობრ აფრიკიდან, და სამოქალაქო საზოგადოების მთავარ წევრებს იწვევს, რათა ერთობლივი და კონკრეტული პასუხები გასცეს უთანასწორობის სხვა დს სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას.

უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის პრიორიტეტია

უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლებრივი საკითხია. ის ასევე გადაუდებელი საკითხია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, რათა საერთაშორისო მმართველობის სისტემაში მოქალაქეების ნდობა აღდგეს.

უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთმა, როგორც დიდი შვიდეულის თავმჯდომარემ, ხუთი პრიორიტეტი განსაზღვრა :

  • ბედის უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა და კაცთა თანასწორობისთვის უპირატესობის მინიჭებით, განათლებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობით ;
  • გარემოსდაცვითი უთანასწორობის შემცირება, კლიმატისა და სამართლიანი ეკოლოგიური გარდაქმნის დაფინანსებით ჩვენი პლანეტის დაცვის უზრუნველყოფა;
  • ქმედება მშვიდობისთვის, უსაფრთხოების საფრთხეებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების საძირკველის რყევას განაპირობებს;
  • ციფრული ტექონოლგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ეთიკურად და ადამიანზე ორინტირებული ფორმით გამოყენება ;
  • უფრო სამართლიანი პარტნიორობის განახლება აფრიკასთან.

დიდი შვიდეულის პრიორიტეტები

დიდი შვიდეულის განახლებული ფორმატი

2018 წლის 25 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ « დრო, როდესაც მდიდარი ქვეყნების ერთ ჯგუფს მარტო შეეძლო მსოფლიო წონასწორობის განსაზღვრა, დიდი ხანია გარდასული იყო ».

საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობა არის შესაძლებლობა, რომ 2019 წელს ამ ჯგუფის ფორმატი განვითარდეს. ამგვარად, აღნიშნული წლის განმავლობაში, საფრანგეთის რამდენიმე მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა დიდი შვიდეულის კოლეგებთან და მათში მონაწილეობისთვის მიიწვიეს პარტნიორი ქვეყნები, როგორებიცაა ეგვიპტე, მალი თუ მექსიკა.

ბიარიცის დიდი შვიდეულის სამიტზე სახელმწიფოს მეთაურმა მიიწვია :

  • დემოკრატიული თავისუფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ჩართული 4 პარტნიორი ქვეყანა, რომელთაც მნიშვნელოვანი რეგიონალური გავლენა აქვთ : სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ჩილე და ინდოეთი ;
  • აფრიკის 6 პარტნიორი, რათა თანასწორი პარტნიორობა ჩამოყალიბდეს მომავლის ამ კონტინენტთან : სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ბურკინა ფასო, სენეგალი, რუანდა და აფრიკის კავშირის კომისიის პრეზიდენტი, მუსა ფაკი ;
  • სამოქალაქო საზოგადოების მთავარი წევრები, რომლებიც საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობაში მონაწილეობენ.

დიდი შვიდეულის განახლებული ფორმატი

ეკოპასუხისმგებელი და ქალთა და კაცთა თანასწორობის მომხრე დიდი შვიდეული

საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის სურვილი იყო, რომ ბიარიცის სამიტსა და მანამდე გამართულ მინისტრთა შეხვედრებზე განხილულიყო ქალთა და კაცთა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა, ძირითად მიზნებთან ჰარმონიული შერწყმით.

აღნიშნული სურვილის მაჩვენებელია :

  • ბიარიცის სამიტისთვის და დიდი შვიდეულის მინისტრთა რამდენიმე შეხვედრისთვის ISO 20121 სერთიფიკატის მინიჭება (მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიება) ;
  • « ქალთა და კაცთა თანასწორობის ღონისძიების » ნიშნის შექმნა, რომელიც დიდი შვიდეულის მინისტრთა ყველა შეკრებასა და ბიარიცის სამიტზე ვრცელდება.

ეკოპასუხისმგებელი და ქალთა და კაცთა თანასწორობის მომხრე დიდი შვიდეული

გამოქვეყნებულია 18/09/2019

გვერდის დასაწყისი