ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორე ქართველი იუნკერი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერმა გურამ სეფიაშვილმა ბრწყინვალედ ჩააბარა სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღები კონკურსი. სექტემბრიდან ის ჩაირიცხება საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ოფიცერთა საწყისი მომზადების ამ პრესტიჟულ სკოლაში.

იგი არის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილის შემდეგ, რომელიც თავად დიმიტრი ამილახვრის, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი გმირის კვალდაკვალ ჩაირიცხა სენ-სირშიმ 1924 წლის შემდეგ.

ეს არის ახალი წარმატება ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ფრანგულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობისათვის.

გურამს წარმატებებს ვუსურვებთ!

PNG

გამოქვეყნებულია 16/07/2018

გვერდის დასაწყისი