ბორდოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში [fr]

საფრანგეთის ახალი აქვიტანიის რეგიონის დელეგაცია « თანამშრომლობა მეღვინეობის დარგში და განათლება » საქართველოს 2018 წლის 13-დან 17 ივნისამდე სტუმრობდა.

მასში შედიოდნენ საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულების დირექტორი ბატონი ადამი, რეგიონის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორი ქალბატონი პეკასტენგტი, ბორდოს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელი და მეღვინეობის ექსპერტები.

დელეგაციას პედაგოგიური მიზნები ჰქონდა : ქართულ სასწავლო დაწესებულებებთან კავშირის დამყარება პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისთვის ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.

JPEG - 563 ko
ახალი აქვიტანიის დელეგაციის ვიზიტი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, საგურამოში

გამოიკვეთა თანამშრომლობის მრავალი მიმართულება საფრანგეთის ამ რეგიონსა და საქართველოს შორის კავშირების გაღრმავებისთვის : კერძოდ, დელეგაციამ 2018 წლის ნოემბერში, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ბორდოში მიიწვია საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლებისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე იმ დაწესებულებებისა, რომელთაც დელეგაცია სტუმრობდა და ღვინის მწარმოებლები, ბორდოს მეღვინეობის დარგის სტრუქტურების გასაცნობად. აღნიშნული პროგრამა, რომელსაც ახალი აქვიტანიის რეგიონი აფინანსებს, მოიცავს სასწავლო დაწესებულებებისა და მათი შატოების, მეღვინეობის ინოვაციის გამოფენის, ვაზისა და ღვინის მეცნიერების ინსტიტუტის ტექნიკურ ვიზიტებს. ვიზიტის მიზანია დიალოგის გაღრმავება პროფესიული სწავლებისა და ცოდნის გაცვლის კუთხით.

ბორდოს დელეგაციამ საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესი დაადასტურა, ქვეყანასთან, რომელმაც იმავე გამოწვევბს უნდა უპასუხოს რასაც საფრანგეთმა, კერძოდ, როგორ განავითაროს ღვინო და სწავლება ვაზის კულტურის ათასწლეული ტრადიციის დაცვით. მისიის დასასრულს, დელეგაციამ ყველა თავისი თანამოსაუბრე ახალი აქვიტანიის ფრანგი შეგირდების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციაზე მიიპატიჟა.

JPEG - 368.4 ko
წინანდლის მამულის მარნების დათვალიერება კახეთში

გამოქვეყნებულია 18/07/2018

გვერდის დასაწყისი