ბორდოს რეგიონი თავის პირველ Vinitech Innovation Tour -ს საქართველოთი იწყებს [fr]

INNO’VIN და მისი პარტნიორები VINITECH, Interco Nouvelle-Aquitaine (ბორდოს რეგიონი) და ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტი პირველ Vinitech Innovation Tour-ს იწყებენ. რეგიონალური სუბიექტების ინტერნაციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, Vinitech Innovation Tour-ის პირველი გამოშვება თბილისში, 2019 წლის 12-დან 16 ივნისამდე გაიმართება.

JPEGVinitech Innovation Tour ტალანტების დაფასების ახალი მექანიზმია საფრანგეთის (და სახელდობრ ბორდოს რეგიონის) მეღვინეობა-მევენახეობის სფეროსი, მეცნიერების, ინოვაციისა თუ მასალის და ნაზავების მიმწოდებლების კუთხით. ეს გახლავთ საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებათა მთელი სერია, რომლის თვითოეულ გამოშვებას განსხვავებული ქვეყანა მასპინძლობს.

საქართველო პირველ მასპინძელ ქვეყანად იქნა შერჩეული. შავი ზღვის სანაპიროზე და კავკასიის მთების ძირში მდებარე ეს ქვეყანა მეღვინეობის აკვნადაა მიჩნეული, ვაზის კულტურის არსებობა აქ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 6000-ზე მეტი წლით თარიღდება.

დღეისათვის საქართველო ახალ ეკონომიკურ განვითარებას განიცდის, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ხარისხიანი ღვინის წარმოებაში ჩადებული მასიური ინვესტიციების პოლიტიკას ეფუძნება. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ღვინის დაყენების მამა-პაპური უნიკალური მეთოდების (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შესული) ღირებულების ზრდა, მათ შორისაა ქვევრებში ღვინის დაძველება, რაც მათ ღვინის განსაკუთრებულ ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევთ.

პროაქტიური მიდგომით, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის სექტორი ნოვატორული გადაწყვეტილებების ძიებაშია ღვინის მსოფლიო ბაზარზე საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად.

Vinitech Innovation Tour-ის ფრაგლებში მოეწყობა ღვინის მამულების ვიზიტები კახეთში (ქართული მეღვინეობის პირველი რეგიონი), გაიმართება სხვა და სხვა პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდები მეცნიერებს, ნოვატორული გადაწყვეტილებების მიმწოდებლებსა და ადგილობრივი მეღვინეობის წრმომადგენლებს შორის, მოეწყობა აგრეთვე კავშირების დამყარების საღამო და B2B შეხვედრები «Winexpo საქართველოს» ერთ-ერთ სტენდთან.

Vinitech Innovation Tour იმ ოთხი ორგანიზატორის პროფესიული კონტაქტების აღიარებული გამოცდილებით ისარგებლებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღნიშნული დარგის უზარმაზარ ქსელს ქმნიან.

საქართველოში პირველი Vinitech Innovation Tour-ის წარსადგენი საუზმე 21 ნოემბერს 8სთ-ზე VINITECH-ის გამოფენაზე (დარბაზი 101 პავილიონი 1) გაიმართება.

პროექტით დაინტერესებულ ქართულ სუბიექტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილებას :
tiphaine.lucas@diplomatie.gouv.fr; (+995) 591 54 38 93

გამოქვეყნებულია 13/12/2018

გვერდის დასაწყისი