ბუენოს აირესის დიდი ოცეულის სამიტი : საფრანგეთი მრავალმხრივი მიდგომის მომხრეა [fr]

2017 წლის 1 დეკემბრიდან არგენტინა დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა. 2018 წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს აირესმა დიდი ოცეულის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა სამიტს უმასპინძლა.

JPEG
2018 წელს, არგენტინის თავმჯდომარეობით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამ სფეროს : დასაქმებასთან, განათლებასთან და ინოვაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ; ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას განვითარების სასარგებლოდ ; და მდგრად სოფლის მეურნეობასა და კვების უსაფრთხოებას.

სამიტის ფარგლებში საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი კოლექტიური მიდგომა მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემებისადმი

ხუთი დიდი პრიორიტეტი, რომლისთვისაც აუცილებელია მრავალმხრივი დინამიური მიდგომა :

  • კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების დინამიკის გაგრძელება და მობილიზაციის გაძლიერება ბიომრავალფეროვნების სასარგებლოდ.
  • ღია, წესებზე დამყარებული და სამართლიანი მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის დაცვა.
  • ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.
  • მდგრადი განვითარების ამოცანების გადაჭრა და 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება.
  • უკეთესად დარეგულირებული და მეტად ინკლუზიური გლობალიზაციის ხელშეწყობა.

2019 წლის დიდი ოცეულის თავმჯდომარეობა იაპონიის მიერ

არგენტინა დიდი ოცეულის თავმჯდომარეობას იაპონიას გადასცემს. შემდეგი სამიტი 2019 წლის 28 და 29 ივნისს ოსაკაში გაიმართება.
2019 წელს საფრანგეთი დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო სამიტი 2019 წლის 24-26 აგვისტოს ბიარიცში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ მინისტრი ერთმანეთს პარიზში, ოქტომბრის თვეში შეხვდნენ, რათა მომავალი წლის სამიტების სამუშაოების კოორდინაცია შეეთანხმებინათ.

გამოქვეყნებულია 12/12/2018

გვერდის დასაწყისი