ბ-ნი გიორგი რამიშვილის საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენით დაჯილდოება [fr]

2017 წლის 4 მაისს, ბ-ნ გიორგი რამიშვილს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2017 წლის 25 იანვრის დადგენილებით, საპატიო ლეგიონის კავალერის ჯილდო გადაეცა.

ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც თბილისში, სასტუმროში « რედისონ ბლუ » გაიმართა, ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი დიდიე ლერუა, საპატიო ლეგიონის ოფიცერის წოდების მფლობელი, ბ-ნი სირილ ავარი და საქართველოს საქმიანი წრეები წარმომადგენლები.

საპატიო ლეგიონის კავალერის ჯილდოს გადაცემით, საფრანგეთის სახელმწიფომ გამოარჩია გიორგი რამიშვილის, როგორც მეწარმისა და ბიზნესმენის, არაჩვეულებრივი პიროვნული წარმატების “უმაღლესი დამსახურებები”. ჰოლდინგ « სილქ როუდ ჯგუფის » დაარსებიდან, ბ-ნი რამიშვილი ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს და მისი მმართველობის ქვეშ, ის ერთ-ერთ პირველ ქართულ კომპანიად იქცა.

ამ ჯილდოთი აგრეთვე ბ-ნი გიორგი რამიშვილის პიროვნული ჩართულობა დაჯილდოვდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების სასარგებლოდ, მის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული მრავალი პროექტის მაგალითზე ; დაჯილდოვდა აგერთვე ის დიდი სიყვარული და მეგობრობა, რომელიც მას ფრანგულ კულტურასთან და საფრანგეთთან აკავშირებს.

საპატიო ლეგიონი საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდოა. იგი ნაპოლეონ ბონაპარტის, პირველი კონსულის მიერ იქნა დაარსებული 1802 წელს სამოქალაქო და სამხედრო სფეროს გამოჩენილი ფრანგი მოღვაწეების « უმაღლესი დამსახურებების » დასაჯილდოებლად და მოგვიანებით უცხოელ მოღვაწეებზეც გავრცელდა.

ბ-ნი გიორგი რამიშვილის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოება
ბ-ნი გიორგი რამიშვილის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოება
Remise des insignes de chevalier de la Légion d'honneur à M. George Ramishvili
Remise des insignes de chevalier de la Légion d’honneur à M. George Ramishvili
ბ-ნი გიორგი რამიშვილის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოება
ბ-ნი გიორგი რამიშვილის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოება

გამოქვეყნებულია 17/04/2018

გვერდის დასაწყისი