ბ-ნი დიეგო კოლასის შეხვედრა Welcoop-ის ფარმაცევტებთან [fr]

საფრანგეთის ელჩი, საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილესთან, ქ-ნ თამარ გაბუნიასთან ერთად, საფრანგეთის მთავარი ფარმაცვეტული კოოპერატივის Welcoop-ის 60 წარმომადგენელს შეხვდა.

JPEG - 2.6 Mo
ბ-ნი დიეგო კოლასის შეხვედრა Welcoop-ის ფარმაცევტებთან

Welcoop საფრანგეთის ფარმაცევტთა უდიდესი ქსელია და მისი ერთ-ერთი ფილიალი Pharmagest ჯანმრთელობის პროგრამების მწარმოებელი პირველი კომპანიაა საფრანგეთში. ფარმაცევტთა დელეგაციის ჩამოსვლა აღნიშნული სექტორის პროფესიონალთა საქართველოსადმი ინტერესის დამადასტურებელია.

კოოპერატივ Welcoop-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი ტიერი შაპუზო და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი უგ მორო მოხსენებით გამოვიდნენ საფრანგეთში ფარმაცევტული სფეროს რეგულირებისა და საჯარო სექტორსა და კერძო ლაბორატორიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ფარმაცევტთა კავშირის წარმომადგენელმა, ბ-მა ალენ დელგუტმა ფარმაცევტული სფეროს პროფესიონალთა დიპლომების კვალიფიკაციისა და სტანდარტების საჭიროების შესახებ ისაუბრა. საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ, ქ-მა თამარ გაბუნიამ კი საქართველოში ჯანმრთელობის სფეროში არსებული მექანიზმების სტატისტიკა წარმოადგინა.

საქართველოში უდიდესი ფრანგული ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელთა სტუმრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთან თანამშრომლობას ფარმაცევტულ სექტორში.

ფარმაცევტული პროდუქციის კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მონაცემები :

  • ფარმაცევტული ნაწარმი საქართველოსკენ ექსპორტირებულ პროდუქციას შორის მეორე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის ( 41 მლნ ევრო 2018 წელს, ხოლო 27,6 მლნ ევრო 2019 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში) 21% შეადგენს.

გამოქვეყნებულია 15/11/2019

გვერდის დასაწყისი