ბ-ნი დიეგო კოლასის შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან [fr]

2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა საფრანგეთის რეზიდენციაში ძირითადი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიღო.

ჟურნალისტებთან გამართული ეს პირველი შეხვედრა გახლდათ შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამართულიყო მსჯელობა პრესის თავისუფლების, ამჟამინდელი მედია ლანდშაფტის შესახებ, ასევე მოსმენილიყო ამ დარგის პროფესიონალთა წუხილი.

თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კოლასმა სტუმრებს საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ევროპასთან კონკრეტული დაახლოების მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიული პრინციპების განვითარება, სახელდობრ ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პრიორიტეტები აგრეთვე მოიცავს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას, როგორც ევროპისკენ და საუნივერსიტეტო სწავლებისა და ხარისხიანი სამუშაო ადგილებისკენ გახსნილობას.

JPEG - 144.9 ko
შეხვედრა ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია 28/11/2019

გვერდის დასაწყისი