ბ-ნი პასკალ მენიეს შეხვედრა ბ-ნ დავით საგანელიძესთან [fr]

12 იანვარს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ დავით საგანელიძეს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ქ-ნი სოფი-ან გოდინა, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი და ფონდის მენეჯმენტი.

ბ-მა დავით საგანელიძემ ბ-ნ პასკალ მენიეს საპარტნიორო ფონდის საქმიანობა, სტრატეგია, პრიორიტეტული დარგები და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრამ მათ აგრეთვე საშუალება მისცა, განესაზღვრათ ფონდსა და ფრანგულ კომპანიებს შორის შესაძლო სამომავლო პარტნიორობის სექტორები, კერძოდ ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, მრეწველობა, სასტუმროების სფერო და ტურიზმი.

ბ-ნი დავით საგანელიძე და ბ-ნი პასკალ მენიე
ბ-ნი დავით საგანელიძე და ბ-ნი პასკალ მენიე
ფოტო: საპარტნიორო ფონდი
ბ-ნი პასკალ მენიე შეხვედრის მონაწილეებთან ერთად
ბ-ნი პასკალ მენიე შეხვედრის მონაწილეებთან ერთად
ფოტო: საპარტნიორო ფონდი
შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
ფოტო: საპარტნიორო ფონდი
შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
ფოტო: საპარტნიორო ფონდი

გამოქვეყნებულია 26/01/2018

გვერდის დასაწყისი