ბ-ნი პასკალ მენიე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორი « ონორის კაუზა » [fr]

2018 წლის 10 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-მა მამუკა თავხელიძემ დოქტორ « ონორის კაუზას » წოდება საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ბ-ნ პასკალ მენიეს გადასცა, თბილისში, აღნიშნულ უნივერსიტეტში გამართული ცერემონიისას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი პიერ კლუე და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წარმომადგენლები.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აღნიშნული წოდება საფრანგეთის ელჩს მიანიჭა საფრანგეთსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობებსა და ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში მისი პირადი დამსახურებისთვის.

ბ-მა პასკალ მენიემ მხურვალე მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აღნიშნული წოდების მინიჭებით მის მიმართ გამოხატული პატივისთვის და ემოციით განაცხადა, რომ ეს წოდება მიიღო უნივერსიტეტისგან, რომელიც ცნობილი ქართველი, ვეროპაში გადახვეწილი და ლევილ-სურ-ორჟში დაკრძალული მწერლის სახელს ატარებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საპატიო დოქტორის წოდების მიღება პირადად რექტორ მამუკა თავხელიძისგან, რომელიც განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული საუკეთესო ფრანგულ სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობების გაღმავებასა და პოპულარიზაციაში. ელჩმა, ბოლოს, აღნიშნა, რომ ასევე ემოციური იყო ის ფაქტი, რომ მისთვის დოქტორ « ონორის კაუზას » წოდების მინიჭება ხდებოდა ფრანკოფონიის სამიტის დღეს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ერევანში იმართება.

თავის მხრივ, ბ-მა პიერ კლუემ საუნივერსიტეტო წრის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისგან შემდგარ საზოგადოებას ფრანგული ინსტიტუტის როლი შეახსენა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერის კუთხით, სახელდობრ გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობა მის მიერ ორგანიზებულ ფრანგული ენის ცოდნის დიპლომის (DELF) საგამოცდო სესიებში, ქართველი სტუდენტების მოგზაურობის ხარჯების უზრუნველყოფა, რომლებიც საფრანგეთში გადიან სასწავლო სემესტრებს და ზოგადად, ამ უნივერსიტეტის ძალისხმევის მხარდაჭერა ფრანგულ დაწესებულებებთან პარტნიორობის სფეროში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც სულ ახლახან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი გახდა, თითქმის ყველა დისციპლინის სწავლებას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების მჭიდროდ შეკავშირებით. ამასთან, იგი ფრანგულენოვანი პროგრამების ფართო არჩევანს გვთავაზობს სტუდენტების ლინგვისტური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი პარტნიორობა გაფორმდა უნივერსიტეტსა და პრესტიჟულ ფრანგულ სასწავლო დაწესებულებებს შორის, რომელთა შორისაა ნანტის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა (ENA), ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, პარიზის ჟირნალისტიკის უმაღლესი სკოლა, უნივერსიტეტეი პარი-სრობონ-აბუ-დაბი, რენის პოლიტიკური მეცნიერების სკოლა და კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტი.

საფრანგეთის ელჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორ ონორის კაუზას წოდების მინიჭება
საფრანგეთის ელჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორ ონორის კაუზას წოდების მინიჭება
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

ბ-ნი პასკალ მენიე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორი ონორის კაუზა

ბ-ნი პიერ კლუე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი
ბ-ნი პიერ კლუე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
საფრანგეთის ელჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორ « ონორის კაუზას » წოდების მინიჭება.
საფრანგეთის ელჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორ « ონორის კაუზას » წოდების მინიჭება.
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 01/11/2018

გვერდის დასაწყისი