ბ-ნი ჟან-ივ ლავუარისთვის და ქ-ნი თამარ ხოსრუაშვილისთვის აკადემიური პალმების ორდენის გადაცემა [fr]

ოთხშაბათს, 2019 წლის 1 მაისს, ბ-მა პასკელ მენიემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში, აკადემიური პალმების კავალრის ორდენებით დააჯილდოვა ბ-ნი ჟან-ივ ლავუარი, მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში და საქარველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი 2014 -2018 წლებში, და ქ-ნი თამარ ხოსრუაშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი.

ეს ჯილდო მათ გადაეცათ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მოდერნიზაციის საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი სუბიექტია, სახელდობრ ახალგაზრდებში, ასევე საქართველოში იდეოლოგიური დისკუსიისა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებაში.

1808 წელს, იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მიერ შექმნილი აკადემიური პალმების ორდენი პატივს მიაგებს როგორც ფრანგი, ისე უცხოელი მოღვაწეების დამსახურებებს მეცნიერებისა და განათლების მსოფლიოში პოპულარიზაციის კუთხით.

გამოქვეყნებულია 01/08/2019

გვერდის დასაწყისი