გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეა [fr]

2018 წლის 18 სექტემბერს გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეა, ნიუ-იორკში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიხსნა.

24 სექტემბერს გაიხსნა ყოველწლიური დებატები, რომელიც 1 ოქტომბერს დასრულდება. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ასევე ქვეყნების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები იკრიბებიან თავიანთი პრიორიტეტების წარმოსადგენად და მსოფლიოს უდიდესი გამოწვევბის განსახილველად.

საფრანგეთი 1945 წელს დაარსებული გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა.
იგი უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია, აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან, რუსეთსა და ჩინეთთან ერთად. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა როგორც გაეროს რეგულარულ ბიუჯეტში, ისე სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტში შენატანების მიხედვით.

გაეროს გენერალური ასამბლეა - JPEG

საფრანგეთი მხარს უჭერს გაეროს რეფორმას

უკანასკნელმა კრიზისებმა გაეროს ცენტრალური როლი დაადასტურა, თუმცა, ამავე დროს, გააძლიერა ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდის აუცილებლობა და მის მიერ ძალთა გლობალური წონასწორობის უკეთესი წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა.

ამგვარად, საფრანგეთი მხარს უჭერს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ წამოწყებულ ვრცელ რეფორმას, იმისათვის, რომ ორგანიზაცია უფრო ეფექტური გახდეს თავის ქმედებაში, უფრო გამჭვირვალე - მართვაში და უფრო ოპერატიული კრიზისებზე რეაგირების მხრივ.

საფრანგეთი მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს გაფართოებას. გარდა ამისა, 2013 წელს საფრანგეთი გამოვიდა ვეტოს გამოყენების შეზღუდვის შეთავაზებით მასიური სისასტიკის შემთხვევაში, მუდმივი წევრებისთვის კოლექტიური და ნებაყოფლობითი ვალდებულების ფორმით.

და ბოლოს, საფრანგეთი ემხრობა 2018 წელს, გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო რეფორმას->https://peacekeeping.un.org/en/action-for-peacekeeping-a4p] იმისათვის, რომ სამშვიდობო ოპერაციები უფრო წარმატებული, კარგად დაფინანსებული იყოს და დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს.


„მსურს, ვიხილო უფრო პასუხისმგებლიანი, უფრო ეფექტური, უფრო ოპერატიული გაერო და სრულად მხარს ვუჭერ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის პროექტს, მის მისწრაფებას და სურვილს, ორგანიზაცია პლანეტის გამოწვევების სიმაღლეზე დააყენოს.“

ემანუელ მაკრონი, რესპუბლიკის პრეზიდენტი (19 სექტემბერი 2017)

ადამიანის უფლებების დაცვა : საფრანგეთის განსაკუთრებული ჩართულობა

ადამიანების უფლებების სფეროში საფრანგეთი ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. ის გახლდათ 1948 წლის 10 დეკემბერს, პარიზში ხელმოწერილი „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ შთამაგონებელი და რომლის 70 წლის იუბილეც 2018 წელს აღინიშნება.
საფრანგეთი განსაკუთრებულადაა ჩართული შემდეგ საკითხებში :

  • სიკვდილით დასჯის საყოველთაო გაუქმება ;
  • თვითნებური დაკავებები და ძალადობრივი გაუჩინარებები ;
  • ქალთა უფლებების პატივისცემა ;
  • ბავშვების-ჯარისკაცების რეკრუტირების წინააღმდეგ ბრძოლა ;
  • სექსუალური ორინეტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

იგი ასევე მხარს უჭერს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი უკანონო ქმედებები. მისი ხელშეწყობით შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

საფრანგეთის წამყვანი როლი გარემოს დაცვის სასარგებლოდ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

კონფერენცია COP21-ის მასპინძელი ქვეყნის რანგში, საფრანგეთმა წამყვანი როლი ითამაშა პარიზის შეთანხმების დამტკიცებაში, სახელდობრ სათბური აირების გამოყოფის შემცირების „ეროვნული გეგმების“ პერიოდულად წარმოდგენის გზით.

2017 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, და ჯიმ იონგ კიმმა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დააარსეს სამიტი „ერთი პლანეტა“, რათა დაეჩქარებინათ პარიზის შეთანხმების განხორციელება და სახელმწიფო და კერძო სუბიექტების მობილიზება მოეხდინათ გლობალური დათბობის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, საფრანგეთმა გაეროში წარადგინა პროექტი „გარემოსდაცვითი მსოფლიო პაქტი“, რომელიც ემსახურება გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.

სახელმწიფო დახმარება განვითარების სასარგებლოდ : საფრანგეთის მიერ ნოვატორული საერთაშორისო მექანიზმების ხელშეწყობა

სახელმწიფო დახმარება განვითარების სასარგებლოდ წარმოადგენს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. რესპუბლიკის პრეზიდენტის სურვილია, რომ მან შიდა ეროვნული პროდუქტის 0,55% შეადგინოს 2022 წელს, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელის შეწყობის მიზნით.

საფრანგეთი აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა ნოვატორული საერთაშორისო მექანიზმების ხელშეწყობისთვის, რომელთაც დამატებითი რესურსის მოტანა შეუძლიათ განვითარების სასარგებლოდ : თვითმფრინავის ბილეთების გადასახადი UNITAID-ის დასაფინანსებლად ან თუნდაც იმუნიზაციის დაფინანსების საერთაშორისო მექანიზმი.

მშვიდობა და უსაფრთხოება : საფრანგეთის მნიშვნელოვანი როლი განიარაღების საკითხში

მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში, საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განიარაღების საკითხში.

მან მრავალი ხელშეკრულების შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა ; ასევე აქტიურადაა ჩართული ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვაში და გადამწყვეტი როლი მიუძღვის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის შესახებ სხვა და სხვა რეზოლუციების მიღებაში.

საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ პირველებმა მოახდინეს ბირთვული იარაღის გამოცდის სრული აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირება 1998 წელს.

საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გადაწყვიტა და განახროციელა ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი ხლეჩადი მასალის წარმოების დემონტაჟი. ის ემხრობა ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი ხლეჩადი მასალის წარმოების აკრძალვის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.

საფრანგეთი მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს სამშვიდობო ოპერაციებში სამხედრო კონტინგენტებისა და საბიუჯეტო შენატანების თვალსაზრისით.

დამატებითი ინფორმაცია :

გამოქვეყნებულია 05/10/2018

გვერდის დასაწყისი