გალერეა "მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენა

JPEGფრანგული ინსტიტუტი მხარს უჭერს გალერეა "მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენას, რომელიც გაიხსნება 2016 წლის 12 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და გასტანს 22 თებერვლამდე.

მარგარეტ და ემე მაგების ფონდის მუზეუმი შედგება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციისგან.

თბილისის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი "მაგი" კოლექციიდან. თითოეული მათგანი ცნობილი ხელოვანების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი, როგორებიც არიან: მარკ შაგალი, ხოან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნან ლეჟე, ანტონი ტაპიესი და სხვა. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც განაპირობებს ამ შარფების უნიკალურობას.

აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

გამოფენის ფარგლებში, 11 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება მასტერკლასი სასტუმრო "რუმს თბილისში", რომელსაც წარუძღვება მაგების ოჯახის წარმომადგენელი, ბენუა ფერო. ასევე, პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი, სედრიკ ბროშიე.

publie le 22/02/2016

hautdepage