გამოფენა : « ქართული მოდერნიზმი » (1910-1930) თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა)

300 -ზე მეტი ნამუშევარი დაცულია საქართველოს სახ. ხელოვნების მუზეუმში, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში. მსგავსი გამოფენა პირველად ეწყობა და ქართული მოდერნიზმის ვრცელ პანორამას მოიცავს. წარმოდგენილი ავტორები არიან (კაკაბაძე, ახვლედიანი, ზდანევიჩი, გუდიაშვილი, ფიროსმანი, ვარლა და სხვ.), რომლებმაც დასავლეთ ევროპაში, ბერლინსა თუ პარიზში მოგზაურობიდან დაბრუნებულებმა იქ იმ დროისათვის არსებული თემატიკა და ხატვის ტექნიკა თბილისში ჩამოიტანეს.
JPEG

2003 წელს ელიზეს ხელშეკრულების მე-40 წლისთავის აღსანიშნავად დაარსებული ფრანგულ-გერმანული კულტურული ფონდი, განვითარებად ქვეყნებში აფინანსებს პროექტებს ხელოვნების დარგში. მაისში ჩატარებული ფრანგულ-გერმანულ-ქართული მუსიკალური შეხვედრების შემდეგ ფონდმა ასევე დიდი დახმარება გაუწია თბილისში აღნიშნული გამოფენის მოწყობას, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობის შესანიშნავი დასტურია.
JPEG

ასი წლის შემდეგ, ქართულ-ევროპული ურთიერთობები კვლავ გამოირჩევა დინამიურობით და ურთიერთთანამშრომლობით : ამაზე მეტყველებს ფრანგული და გერმანული კულტურის ცენტრების არსებობა, ისე როგორც თბილისში, 2006 წლის 6 მარტამდე გახსნილი გამოფენა.

publie le 10/02/2006

hautdepage