გარემოსდაცვითი მსოფლიო პაქტის პროექტი

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი გარემოსდაცვითი მსოფლიო პაქტის პროექტის გაეროს ეგიდით მხარდამჭერაში ჩართო.

პროექტის წარდგენა მოხდა 2017 წლის 24 ივნისს, სორბონაში,მოსამართლეების, ექსპერტების, მაღალი დონის ფრანგი და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურების თანდასწრებით.

JPEG
80 ფრანგი და უცხოელი იურისტის მიერ შემუშავებული პაქტის პროექტი 2030 წლის დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების მიერ დაწყებული დინამიკის ნაწილია. მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის არ არსებობის პირობებში, რომელსაც იურიდიული ღირებულება ექნებოდა და რომელიც თავს მოუყრიდა სამართლის და გარემოსდაცვით ფუნდამენტურ პრინციპებს, მისი ამოცანაა, რომ გაეროს შიგნით დაიწყოს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს 1966 წლის ორივე პაქტის შევსებას.

ამოცანა მდგომარეობს ისეთი დოკუმენტის შეთავაზებაში, რომელიც იქნება ამბიციურიც და მთელი მსოფლიოს მთავრობებისთვის მისაღებიც, იურიდიულად სავალდებულო და საყოველთაო მასშტაბის, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი სამართლის ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს საერთაშორისო დონეზე, უკვე არსებულ შეთანხმებებზე და დეკლარაციებზე დაყრდნობით. აქ ფიგურირებს, კერძოდ, სიფრთხილის, თავის აცილების, დამბინძურებელ-გადამხდელის პრინციპები, საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა, ქმედებათა თანმიმდევრობა « თავიდან აცილება-შემცირება-გამოსწორება », თაობათაშორისი სამართლიანობა თუ მდგრადი განვითარების კონცეფცია.

ქვეყანათა დიდი რიცხვი არ სარგებლობს გარემოსდაცვითი ეროვნული სამართლით, ამიტომ მსგავსი დოკუმენტის მიღება საერთაშორისო დონეზე შესაძლებელს გახდის, რომ ამ ქვეყნებმა მხარდაჭერა მიიღონ მდგრადი განვითარებისაკენ გარდამავალ ეტაპზე.

JPEG

publie le 24/07/2017

hautdepage