გასტრონომიისადმი მიძღვნილი დისკუსია და მასტერკლასი [fr]

20 მარტს, რესტორანში « ჩვენი », საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ღია დისკუსია გაიმართა თემაზე « მდგრადი გასტრონომიის გამოწვევები საქართველოსა და საფრანგეთში », რომელსაც 2019 წლის « Gault et Millau »-ს ჯილდოს მფლობელი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი ესწრებოდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ღონისძიება « Goût de France »-თან დაკავშირებით საქართველოში მყოფმა ორმა ფრანგმა შეფ-მზარეულმა, ჟან-პიერ ქსირადაკისმა და ფრანკ ოდუმ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა და ქართული ნიადაგის დაცვის კუთხით მოღვაწე მწარმოებლებმა და ასოციაციებმა.
აქცენტი გაკეთდა საქართველოს კვების სექტორის ამჟამინდელ მდომარეობაზე, ადგილობრივ ნიადაგზე წარმოებული პროდუქტისთვის უპირატესობის მინიჭების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და გეოგრაფიული დასახელებების დაცვის მნიშვნელობაზე. მრგვალი მაგიდა დასრულდა ქართველი შეფის გურამ ბარდოშვილისა და ბორდოს რესტორან « La Tupina »-ს ფრანგი შეფის ფრანკ ოდუს კულინარიული ხელოვნების დემონსტრირებით.

21 მარტს, ბორდოელმა შეფ-მზარეულმა ფრამკ ოდუმ, თბილისის აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში, ქართველი შეგირდი მზარეულებისთვის მასტერკლასი გამართა. მასტერკლასი ქართული სამზარეულოს ტიპიურ პროდუქტს - ლობიოს მიეძღვნა და შეფ-მზარეულმა და შეგირდებმა სხვადასხვა ვარიაციების გამოყენებით ფრანგული (« კასულე ») და ქართული კერძები მოამზადეს. ფრანკ ოდუმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქართველი მზარეულების პროფესიონალიზზმა ის სასიამოვნოდ გააოცა და ხაზი გაუსვა, გემოს მნიშვნელობას ამ პროფესიაში.

დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
წითელი ლობიოსგან მომზადებული კერძები
წითელი ლობიოსგან მომზადებული კერძები

გამოქვეყნებულია 27/03/2019

გვერდის დასაწყისი