გიორგი ოვაშვილის დაჯილდოება

ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს, საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის, ქალბატონი ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა. გიორგი ოვაშვილს ეს წოდება 2016 წლის 20 დეკემბერს საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ გადასცა.

გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინო-სამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი - „სიმინდის კუნძულიც“ სწორედ ფრანგულ კინო-კომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანა-დაფინანსებით განხორციელდა. როგორც მოგეხსენებათ, „სიმინდის კუნძული“ 2014 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალის გრან-პრის - ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, მომდევნო წელს კი, ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის შორთლისთში მოხვდა. მთლიანობაში, ფილმი 35 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სამინისტროსა და კინო-სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა. სხვადასხვა წლებში კავალერის წოდება მიენიჭა ტიმ ბარტონს, ენგ ლის, ჯუდ ლოუს, ჯორჯ ქლუნის, უმა თურმანს, მელანი ლორანს, ქეით ბლანშეტს, მარიონ კოტიარს და ვანესა პარადის.

JPEG
JPEG
JPEG
PNG
JPEG
JPEG

publie le 11/01/2017

hautdepage