გმირ დიმიტრი ამილახვარის დაბადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საფრანგეთ-საქართველოს ხსოვნა

JPEG

პრინც დიმიტრი ამილახვარის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, შიდა ქართლის რეგიონმა პატივი მიაგო საფრანგეთ-საქართველოს გმირს. რეგიონის გუბერნატორის, ბატონი მიხეილ ქარელისა და ქართული მხარის სხვა წარმომადგენლების გარდა, ასი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრინც დიმიტრი ამილახვარის ქალიშვილმა, გრაფინია თამარ კინსკიმ, პრინცის შთამომავალმა, მიშელ კობიაშვილმა და ასევე საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა საფრანგეთის ელჩის, ბატონი ფილიპ ლეფორის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ფრანგი ოფიცრები, საფრანგეთის პრესტიჟული სამხედრო აკადემიის, სენ-სირის, « ამილახვარის » სახელობის გამოშვების კურსდამთავრებულები. მართლაც, 1956 წლიდან დღემდე, 2006 წლამდე, 50 წელი შესრულდა « ამილახვარის » სახელობის გამოშვების მინიჭებიდან.

კვირას, 19 ნოემბერს, დღის 12 სთ00-ზე, გორში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა დიმიტრი ამილახვარის სახელი და ასევე, გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. ცერემონია დაასრულა ხალხური სიმღერის კონცერტმა და პოეზიამ.

რუსეთის რევოლუციისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ საფრანგეთში ემიგრირებულმა პოდპოლკოვნიკმა დიმიტრი ამილახვარმა, 1924 წელს ჩააბარა სენ-სირის სამხედრო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1926 წელს. იმავე წელს, უმცროსი ლეიტენანტის წოდებით, ის ჩაირიცხა უცხოურ ლეგიონში. 18 წლის განმავლობაში ემსახურა საფრანგეთს არმიაში და პოდპოლკოვნიკის წოდებით, 1942 წლის 24 ოქტომბერს, ელ-ალამეინის (ეგვიპტე) ბრძოლაში დაეცა, მას შემდეგ, რაც გმირობით გამოიჩინა თავი მეორე მსოფლიო ომის ბრძოლებში, კერძოდ ნორვეგიაში (ნარვიკის ბრძოლა), ერითრეასა და ლიბიაში (ბირ ჰაკეიმის ბრძოლა).

JPEG

გამოქვეყნებულია 11/12/2006

გვერდის დასაწყისი