დავით ბაქრაძის ვიზიტი პარიზში

ხუთშაბათს 24 მარტს, არლემ დეზირი, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი დავით ბაქრაძეს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამინდელ ურთიერთობებსა და მის პერსპექტივებზე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

25 მარტს, საერთაშორისო დიპლმატიურ აკადემიაში, პარიზში დავით ბაქრაძის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის « საქათველოს ევროპული გზები » პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატები, მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომელთა წინაშეც ქართველი მინისტრი და წიგნის ავტორები, მწერალი ზურაბ ქარუმიძე და ხელოვნებათმცოდნე, ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებენ.

JPEG - 1 Mo
Rencontre de David Bakradze au MAEDI/დავით ბაქრაძის შეხვედრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

publie le 12/04/2016

hautdepage