დაჯავშნეთ 28 და 29 ივნისის საღამოები !

დაჯავშნეთ 28 და 29 ივნისის საღამოები !

მნიშვნელოვანი მოვლენა თბილისში : გასტოლებზე ჩამოდის ფრანგული თეატრი, წარმოდგენას მართავს ფრანგულ ენაზე (ქართული ტიტრებით) ფრანგი მსახიობების მონაწილეობით !

ა. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი 2005-2006 წწ სეზონის (წარმოდგენილი იყო : 50 ფილმი, 14 კონცერტი, 13 გამოფენა, 8 კონფერენცია) დასასრულს, 28, 29 ივნისს, რუსთაველის თეატრში წარმოგიდგენთ, ჟან-ფილიპ არუ-ვინიოს სპექტაკლს „ქალბატონები ... “. მთავარ როლში, ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ ბუვიე, იგი ასევე პიესის რეჟისორია.

სპექტაკლის დასაწყისი 19 სთ.

ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში.

პიესას დიდი წარმატება ხვდა წილად 2001, 2004 წლებში, ავინიონის ფესტივალსა და პარიზის “პალე-რუაიალის“ თეატრში. დიდი გამოხმაურება ჰპოვა სპექტაკლმა საფრანგეთში და ასევე საზღვარგარეთ :

JPEG

„ ... რომანისტმა, სცენარისტმა, ჟან-ფილიპ არუ-ვინიომ, მრავალი ცნობილი როლის შემსრულებლისათვის, მსახიობ ჟან-პიერ ბუვიესათვის დაწერა სცენარი, სადაც იგი მოჩვენებებთან მართავს დიალოგს. . . ერთი მამაკაცი თავის თავს უსვამს შეკითხვას პიროვნებისა და იმ ახალგაზრდა ქალის საიდუმლოების შესახებ, რომლის პირისპირაც იჯდა. ახალგაზრდა მოგზაურს წიგნი დარჩა მატარებლის სკამზე, რომეც აღარ ჭირდება ხეტიალისას ჩვენ კი ლიტერატურულ მოგზაურობაში გვიწვევს . . . მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი, ჟან-პიერ ბუვიე, ერთნაირი ვირტუალურობით ასრულებს ყველა როლს და ამით, მისთვის დამახასიათებელ ემოციურ მუხტს მატებს სპექტაკლს...”

“ფიგარო”

ჟან-პიერ ბუვიე, “”კომედი ფრანსეზის” ყოფილი მსახიობი, თავისი კარიერის დიდ ნაწილს თეატრს, სცენასა და ეკრანს უთმობს,. ასევე მოღვაწეობს კინოსა და ტელევიზიაში, სადაც იგი ისეთ ცნობილ ფრანგ მსახიობებთან ერთად მონაწილეობს, როგორებიც არიან : მიშელ მორგანი, კატრინ დენევი, პიერ რიშარი, დანიელ ოტეი, მირეი დარკი, ფრანსის იუსტერი და სხვ.

1982 წელს ჟან-პიერ ბუვიეს ჟერარ ფილიპის პრემია მიენიჭა.

“არის ისეთი ტექსტები, მარადიულობის წუთები, უფრო მეტად რომ გაყვარებს ადამიანს და სამაგიერო სიყვარულის სურვილს რომ ბადებს ... სწორედ ასე მოხდა გასულ პარასკევს “პალე რუაიალის” თეატრში სპექტაკლზე “ქალბატონები ...” პარიზელი მაყურებლის, ქალბატონის კომენტარი, 2004წ.

სამშაბათს, 27 ივნისს 16 სთ-ზე რუსთაველის თეატრში მოეწყობა პრესკონფერენცია, შეხვედრა მსახიობთან და დრამატურგთან.

გამოქვეყნებულია 27/06/2006

გვერდის დასაწყისი