დელოკალიზებული სასწავლო სემინარი ადამიანის უფლებებში

2017 წლის 16 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ რენე კასინის ფონდის მიერ საქართველოში ორგანიზებული სწავლების პირველი სესია გახსნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

JPEG
აღნიშნული სასწავლო სესია 20 ოქტომბრამდე გაიმართება თბილისის ევროპულ უნივერსიტეტში. მას უძღვება საუნივერსიტეტო წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან მოწვეული 4 ტრენერი. სემინარში მონაწილეობენ სამართლის სფეროს სტუდენტები, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წევრები.

JPEG

publie le 31/10/2017

hautdepage