საქართველოს პრეზიდენტისთვის რწმუნებათა საგელების გადაცემა [fr]

დიეგო კოლასის, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მისასალმებელი სიტყვა, საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემისას.

გამარჯობა,

მას შემდეგ რაც რწმუნებათა სიგელები გადავეცი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, უკვე სრულად აკრედიტებული ვარ საქართველოში საფრანგეთის ელჩად.

ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, თბილისში ვიმყოფები. ამ ქალაქით მოხიბლული ვარ და ერთი სული მაქვს, ქვეყნის სხვა რეგიონებიც გავიცნო. საქართველო განთქმულია სტუმართმოყვარეობით, მიმტევებლობის ტრადიციითა და გულმხურვალე მასპინძლობით. სწირედ ამას ვგრძნობ, მას შემდეგ რაც ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში, ენთუზიაზმით შევუდგები მუშაობას, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველა სფეროში მუდამ უფრო მჭიდრო იყოს. როგორც ევროპის მოქალაქე და მისთვის მებრძოლი, აღტაცებული ვარ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის სიმტკიცით. ეს ქართული საზოგადოების ნამდვილი არჩევანია, რომელიც ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს. იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან კონკრეტული კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაში, იმ მიზნით, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სულ ახლახან ძალაში შესული, მეტად ამბიციური ასოცირების შეთანხმების მთელი პოტენციალი გამოვლინდეს.

JPEG - 1.4 Mo
ბ-ნი დიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 03/10/2019

გვერდის დასაწყისი