დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი

2017 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ და ფრანგულმა ინსტიტუტმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე იუბილე იზეიმეს.

კომპოზოტორ ოლივიე მესიანისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის ეროვნულ კონსერვატორიაში გაიმართა, თანამედროვე მუსიკის ანსამბლის « ჯორჯია მოდერნის » მონაწილეობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-მა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კულტურული და საუნივერსიტეტო წრეების გამოჩენილმა პიროვნებებმა და აგრეთვე ფრანგულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების მონაწილეებმა საფრანგეთის საელჩოს პატივი დადეს ღონისძიებაზე დასწრებით.

საღამო გაიხსნა ბატონი პასკალ მენიეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ბ-ნი რეზო კიკნაძის, საქართველოს ეროვნული კონსერვატორიiს რექტორის სიტყვებით. ბ-მა მენიემ და ბ-მა ჯანელიძემ თანვიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების სრულყოფილებას, გამოყვეს რა ამ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მომენტები სხვა და სხვა სფეროში.

კონცერტის დასაწყისში შესრულდა ბ-ნი რეზო კიკნაძის მიერ სპეციალურად ოლივიე მესიანის საპატივცემულოდ შექმნილი პატარა პიესა, რომელსაც მოჰყვა ცნობილი ფრანგი მუსიკოსის შემოქმედება, კერძოდ « კვარტეტი დროის დასასრულისთვის », რომელიც მესიანმა 1940 წელს გორლიცში პატიმრობის დროს დაწერა.

მუსიკალური ნაწილის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა დამსწრე საზოგადოება კონსერვატორიის ჰოლში გამართულ კოქტეილზე მიიწვია.


ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

ფოტო: გია გოგატიშვილი

publie le 16/11/2017

hautdepage