დიპლომატი ქალები საფრანგეთში : 1930 წლიდან ხვალინდელ დღემდე [fr]

ქალთა და კაცთა შორის თანასწორობა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მანდატის ძირითად თემად გამოცხადდა. ამიერიდან ის საფრანგეთის საერთაშორისო ქმედების შუაგულში მოექცა. ამ ვალდებულების სანდოობა ეყრდნობა ჩვენი დიპლომატიური ქსელის სანიმუშოობას, პროფესიული თანასწორობის სასარგებლოდ.

პარიტეტის კუთხით მიღწეული შედეგები და ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გასავლელი გზა, 2019 წლის 8 მარტის თარიღთან დაკავშირებით, გამოფენილია სამინისტროში.

2018-2022 წლების ქალთა და კაცთა თანასწორობის საერთაშორისო სტრატეგიაში საფრანგეთი ადასტურებს თავის ჩართულობას უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ სტრატეგიის პირველი მიმართულებაა დიპლომატიური ქსელის ყველა თანამშრომლისადმი სანიმუშო მიდგომა, პროფესიული თანასწორობის სასარგებლოდ, და განსაკუთრებით უმაღლეს თანამდებობებზე. სწორედ ამ დონეზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი წინსვლა და პარიტეტის მხრივ გამოწვევაც უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

2012 წლიდან მოყოლებული სამინისტროს უმაღლესი თანამდებობების ფემინიზაციის სასარგებლოდ უპრეცედენტო წინსვლა გაკეთდა : 2010 და 2018 წლებს შორის პერიოდში უფრო მეტი ქალი დაინიშნა ელჩის თანამდებობაზე, ვიდრე წინა ორმოცი წლის მანძილზე.

2018 წელს, სამინისტროს თანამშრომელთა 52%, ხოლო ელჩების 26% იყო ქალი.

JPEG - 151.2 ko
ქალი ელჩები მსოფლიოში | 1972 – 2018
წითლად : სახელწიფო სადაც საფრანგეთს ამჟამად ქალი ელჩი წარმოადგენს
ცისფრად : სახელწიფო, სადაც საფრანგეთს უკვე წარმოადგენდა ქალი ელჩი
თეთრად : საერთაშორისო წარმომადგენლობა ან სახელმწიფო, სადაც საფრანგეთს არასტროს წარმოადგენდა ქალი ელჩი

2019 წლის 8 მარტს გაიხსნა გამოფენა, რომელშიც ნაჩვენებია ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლილი და გასავლელი გზა ამ მიმართულებით.

გამოფენაზე წარმოდგენილია იმ ქალთა პორტრეტები, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც ელჩებისა და დირექტორების თანამდებობები დაიკავეს, ასევე ჩვენი დიპლომატიური ქსელის ქალთა მოზაიკა, რომელიც განასახიერებს, ყველგან, მთელი მსოფლიო მასშტაბით, თანასწორობის ამ კულტურას, რომლის სიღმისეულ დამკვიდრებასაც ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს.

და ბოლოს, გამოფენილი სარკის ჩარჩოები ირეკლავს შესაძლებლობების არეალს და ფარდას ხდის გამოწვევბს, რომელთა მიღებით, თვითოეულ ქალს სთავაზობს, თავი წარმოიდგინოს ელჩად 5 კონტინენტის რომელიმე ქვეყანაში.

JPEG - 654.2 ko
სარკიანი ჩარჩოები 2019 წლის 8 მარტის გამოფენაზე ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 30/03/2019

გვერდის დასაწყისი