დოკუმენტური ფილმის “Timeless Georgia” ჩვენება

საქართველოში საფრანგეთის საელჩომ და ფრანგულმა ინსტიტუტმა 2019 წლის 21 თებერვალს მოაწყვეს ნიკოლ პერნოს დოკუმენტური ფილმის “Timeless Georgia” ჩვენება, რომელიც მაყურებელს სრულიად არაორდინალური ქვეყნის დღევანდელი და ძველი კულტურის, ისტორიისა და ცხოვრების შესასწავლად იწვევს.

ღონისძიება გაიმართა ილიას უნივერსიტეტში, რომელიც ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია. საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი პასკალ მენიე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი პიერ კლუე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე სხვადასხვა სამინისტროებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ ფილმის ჩვენებას.

ნიკოლა პერნოს აზრით, რომელიც თავის თავს ფოტოგრაფ-რეჟისორს უწოდებს, ნამდვილი თავგადასავალი დადგენილი საერთაშორისო ტურისტული მარშრუტებით დაკმაყოფილება კი არა, არამედ ადგილებითა და გარშემომყოფი კულტურით გაჟღენთვის მცდელობაა. . . თუნდაც თვეობით, წლობითაც რომ მოუხდეს დარჩენა იმ ადგილებში და იმ მოსახლეობასთან, რომლებიც გულში ჩაუვარდა: კოპენჰაგენი, რიგა, იზმირი, ლაჰორი… 2010-2011 წლებში, ის დუშანბეში, ტაჯიკეთის დედაქალაქში სახლდება, 2012_2016 წლებში კი - ციმბრიში, ბაიკალის დიდებული ტბის პირას ერთ კულძულზე, ხოლო ამჯამად კავკასიაში, საქართველოშია, რომელსაც “სამოთხის კუთხეს” უწოდებს!

საქართველოში ფილმის მრავალი ჩვენება უკვე გაიმართა, რამდენიმე ასევე დაგეგმილია, მათ შორის კავკასიის ფრანგულ სკოლაში, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში მრავალ პროექტს მასპინძლობს.

Projection d'un film documentaire réalisé par Nicolas Pernot
Projection d’un film documentaire réalisé par Nicolas Pernot
Projection d'un film documentaire réalisé par Nicolas Pernot
Projection d’un film documentaire réalisé par Nicolas Pernot
Projection d'un film documentaire réalisé par Nicolas Pernot
Projection d’un film documentaire réalisé par Nicolas Pernot

გამოქვეყნებულია 28/02/2019

გვერდის დასაწყისი