დოკუმენტური ფულმის « გასულ წელს წყალტუბოში » ჩვენება [fr]

2018 წლის 31 იანვარს, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა დოკუმენტური ფულმის « გასულ წელს წყალტუბოში » ჩვენება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოაწყო.

ეს ნამუშევარი Cineorchestra-მ სპეციალურად გადაიღო ქალაქ ბორდოს ბიენალესთვის AGORA. ბორდოს არქიტექტურის მე-7 ბიენალეს თემა ურბანული პეიზაჟი იყო. არქიტექტურის დარგის ფრანგი და ქართველი სტუდენტები ქართული კურორტის, წყალტუბოს რეაბილიტაციის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქართველმა რეჟისორმა სანდრო ჯანდიერმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი « გასულ წელს წყალტუბოში ». პროექტ AGORA-ს ფარგლებში არქიტექტურის დარგის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები და სანდრო ჯანდიერის დოკუმენტური ფილმი, შემდგომ, 2017 წლის 16 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გამართულ ბორდოს ბიენალეზე იქნა ნაჩვენები.

დოკუმენტური ფილმი მოიცავს ქალაქ წყალტუბოს მაცხოვრებლების მონათხრობებს. კურორტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და რომლის დანიშნულება დასვენება იყო, 50 წლის შემდეგ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სეანსის შემდეგ, მაყურებელს რეჟისორ სანდრო ჯანდიერთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

წყალტუბო - JPEG

გამოქვეყნებულია 12/02/2018

გვერდის დასაწყისი