ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საფრანგეთი ევროპის ფერებში ნათდება [fr]

2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, მრავალი ღირშესანიშნავი ძეგლი ლურჯი ფერით იმოსება მთელ საფრანგეთსა და საელჩოებში.

პირველად ბოლო 13 წლის მანძილზე, საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად, ყველგან საფრანგეთში, ქალაქების ღირშესანიშნავი შენობები ევროკავშირის ფერებში განათდება, მათ შორისაა ამიენი, ანჟერი, ბორდო, ბრესტი, კანი, კლერმონ-ფერანი, ჰავრი, ლილი, ლიმოჟი, მარსელი, მეცი, მონპელიე, მიულუზი, ნანსი, ნანტი, ნიცა, ნიმი, ორლეანი, პარიზი, რეიმსი, რენი, რუანი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი, სტრასბურგი, ტულონი, ტულუზა, ტური და ვილერბანი.

პარიზში ლურჯად შეიმოსა ეიფელის კოშკი, ელისეის სასახლის ეზო, ტრიუმფალური თაღი, ინვალიდების სასახლე, კე დ’ორსე, პანთეონი, ლუვრი, ოპერა გარნიე, საკრე-კიორი, ღვთისმშობლის ტაძარი და სენატი.

აღნიშვნას ასევე უერთდებიან საფრანგეთის საელჩოები ბერლინში, ლონდონსა და კოპენჰაგენში.

Illumination de la Tour Eiffel
Illumination de la Tour Eiffel
©BAHI
Illumination de la Tour Eiffel
Illumination de la Tour Eiffel
©BAHI
Illumination de la Tour Eiffel
Illumination de la Tour Eiffel
©BAHI
Illumination de la Tour Eiffel
Illumination de la Tour Eiffel
©BAHI

გამოქვეყნებულია 03/01/2022

გვერდის დასაწყისი