« ევრონიუსმა » და « სილქნეტმა » « ევრონიუს საქართველო » დააფუძნეს [fr]

2019 წლის 18 სექტემბერს თბილისში, ახალი მედიასაშუალება «ევრონიუს საქართველო » დაარსდა, რის შესახებაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მაიკლ პეტერსმა, «ევრონიუსის » გენერალურმა დირექტორმა და გიორგი რამიშვილმა, « სილქნეტის » სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენელი, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩი დაესწრნენ აღნიშნულ ღონისძიებას.

ივლისის თვეში დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შემდეგ, « ვერონიუსმა » - ევროპის პირველმა საერთაშორისო საინფორმაციო არხმა, და « სილქნეტმა » - საქართველოს უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, « ვრონიუს საქართველოს » დაარსების შესახებ მიაღწიეს შეთანხმებას. ეს სპეციალურად ქართველი მაყურებლისთვის შექმნილი ციფრული საინფორმაციო პლატფორმაა.

« ევრონიუს საქართველო » არის საფრანგეთში, ლიონში განთავსებული « ევრონიუსის » ფრანშიზა. ეს არის « ევრონიუსის » ფრანშიზის მესამე პროექტი, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ. არხი მოწოდებულია იყოს დამოუკიდებელი და გაავრცელოს, როგორც ადგილობრივი ინფორმაცია, ისე « ევრონიუსის » მასალა. « ევრონიუსი » აქტიურად იქნება ჩართული ქართული ფილიალის ჩამოყალიბებაში, კერძოდ თავის ექსპერტიზასა და გამოცდილებას შემატებს სარედაქციო ხაზს, რათა ახალი მედიასაშუალების დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.

ევროპული მისწრაფების ახალი ქართული მედიასაშუალების დაფუძნებას მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი. ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს მნიშვნელობას. დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, სასიხარულო უწოდა ქართული კომპანიისა და ევროპის უდიდესი მედიასაშუალების თანამშროლობას და იმედი გამოთქვა, რომ « ევრონიუს საქართველოს » არსებობა ხელს შეუწყობს მედია პლურალიზმს.

"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება
"ევრონიუს საქართველოს" დაარსება

გამოქვეყნებულია 16/10/2019

გვერდის დასაწყისი