ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადება [fr]

საქართველო - საპრეზიდენტო არჩევნები (29/11/2018)

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს მას და წარმატებას უსურვებს მოვალეობის შესრულებისას.

საფრანგეთი მზადაა, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ მოქმედებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გამოქვეყნებულია 11/12/2018

გვერდის დასაწყისი