ევროპის საბჭო [fr]

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადება (27 ივნისი 2019)

საფრანგეთი მიესალმება რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. საფრანგეთს სწამს, რომ რუსეთი ევროპის მკვიდრი ქვეყანა უნდა იყოს.

საფრანგეთის პოზიცია უცვლელია ყირიმთან და დონბასთან მიმართებაში. იგი მრავალჯერ იქნა შეხსენებული. ჩვენ დავგმეთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამგვარად, 20 ივნისის ევროკავშირის საბჭოზე, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ისევე როგორც ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლებას.

ევროსაბჭოსთან დაკავშირებით, საფრანგეთი, რომელიც ამჟამად მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, შეახსენებს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა თვით რუსეთის მოქალაქეების ინტერესშია, რომლებმაც უნდა შეძლონ, რომ გააგრძელონ მისი ორგანოების დაცვით სარგებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოზე ხელმისაწვდომობა, რაც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი ინსტრუმენტია.

ევროსაბჭო უნდა დარჩეს პანევროპულ ორგანიზაციად.

გამოქვეყნებულია 16/07/2019

გვერდის დასაწყისი