ეიფელის სტიპენდიების პროგრამა - 2020 [fr]

გამოცხადდა განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიების პროგრამაზე - 2020 !

ეიფელის სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:

  • სამართალი ;
  • ეკონომიკა და მართვა ;
  • პოლიტიკური მეცნიერებები ;
  • საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისთვის, დოქტორანტებისთვის - საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით. მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენებზე:
https://www.campusfrance.org/en/eiffel-scholarship-program-of-excellence

იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:
https://www.campusfrance.org/system/files/medias/documents/2019-10/vademecum_eiffel_2020_EN.pdf

ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.

გამოქვეყნებულია 05/11/2019

გვერდის დასაწყისი