"ელისეის ხელშეკრულების" 55-ე იუბილე [fr]

1963 წლის 22 იანვარს, ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების 55-ე იუბილესადმი მიძღვნილი განცხადება

55 წლის წინ, შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა ხელი მოაწერეს ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ("ელისეის ხელშეკრულება"). აღნიშნული ხელშეკრულება, ფრანგულ-გერმანული მეგობრობის ისტორიის ეს უდიდესი მოვლენა, ვრცელი თანამშრომლობის საფუძვლად რჩება, რომელიც დამყარებულია ჩვენ ორ ქვეყანასა და თანამემამულეებს შორის ნდობაზე. ამ დროიდან მოყოლებული, ფრანგულ-გერმანული მეგობრობა ევროპული ინტეგრაციის დედაბოძია.

საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთისთვის უდიდესი პოლიტიკური პარტნიორები და სანდო მეზობლები არიან. საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ჩვენი მთავრობები იზიარებენ ერთსა და იმავე პასუხისმგებლობას იმ მრავალი გამოწვევის წინაშე, რომლის პირისპირაც ევროპა და მსოფლიო დგანან.

ელისეის ხელშეკრულების 55-ე იუბილესთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კვლავ ადასტურებენ საფრანგეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილებას, ელისეის ხელშეკრულების დამაარსებელი სულისკვეთების შესაბამისად.

პრეზიდენტი და კანცლერი მიესალმებიან ორი პარლამენტის საერთო რეზოლუციას და მათ სურვილს, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია ორმხრივი ოფიციალური საპარლამენტო შეთანხმების წყალობით.

საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ, კიდევ უფრო განავრცონ ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა, რათა უპასუხონ მომავალი ათწლეულების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. კერძოდ, საქმე ეხება ამ თანამშრომლობის განმტკიცებას და აღორძინებას, აყვავებული და კონკურენტუნარიანი, უფრო სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული ევროპისკენ წინსვლის მიზნით. ჩვენი ამბიციაა, რომ განვსაზღვროთ საერთო პოზიციები ყველა მნიშვნელოვან ევროპულ და საერთაშორისო საკითხზე.

JPEG

გამოქვეყნებულია 01/02/2018

გვერდის დასაწყისი