ელჩების კონფერენცია (2018წ. 27 – 31 აგვისტო) [fr]

ყოველ წელს 1993 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები აგვისტოს ბოლოს საფრანგეთში იკრიბებიან. აღნიშნული შეხვედრა საშუალებას აძლევს საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ელჩების საზღვარგარეთ ქმედებას ყოველწლიური ორიენტაცია დაუსახონ.

ღონისძიების მიზანია, შეაჯეროს საფრანგეთის საგარეო ქმედების ყველა ასპექტი, რომლის კოორდინაციაცა და მხარდაჭერაც ელჩებს ევალებათ. ფრანგული დიპლომატიის ამ ყოველწლიურ შეხვედრაზე საფრანგეთის 163 ელჩი და საერთაშორისო ორგანიზაცებში 16 მუდმივი წარმომადგენელი არიან მიწვეულნი.

PNG

წელს, ელჩების კონფერენცია 2018, პარიზში, 27-დან 31 აგვისტომდე იმართება და მნიშვნელოვან აქტუალურ დიპლომატიურ საკითხებს ეხება : « ალიანსები, ღირებულებები და ინტერესები დღევანდელ მსოფლიოში ».

ეს ყოველწლიური შეხვედრა ელჩებს ერთმანეთს შორის აზრთა გაცვლის, მათი გამოცდილების გაზიარებისა და ხალხის მიერ არჩეულებთან, ექსპერტებთან თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიის საშუალებას მისცემს.

ელჩების სამუშაო სესიების პარალელურად, კონფერენციის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან მომენტებს :

გამოსვლები, რომლებიც გადაიცემა პირდაპირი ჩართვით

  • ემანუელ მაკრონი, რესპუბლიკის პრეზიდენტი (ორშაბათი, 27 აგვისტო),
  • ედუარდ ფილიპი, პრემიერ მინისტრი (სამშაბათი, 28 აგვისტო),
  • ჟან-ივ ლე დრიანი, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი (ოთხშაბათი, 29 აგვისტო).

თქვენ შეძლებთ, თვალი ადევნოთ ამ გამოსვლებს ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერისა @francediplo და ფეისბუკის @france.diplomatie საშუალებით.

წუთიერი შეხვედრები « 1ელჩი1მეწარმე1რეგიონი »

ეს ღონისძიება, რომელიც 27 აგვისტოსაა დაგეგმილი და რომელიც კონცენტრირებულია ეკონომიკურ დიპლომატიაზე, საშუალებას მისცემს მასში მონაწილე კომპანიებს, შეხვდნენ ელჩს, რათა გააცნონ მათი პროექტები საზღვარგარეთ, მოახდინონ საერთაშორისო დონეზე მათი განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება ან ზოგიერთ ბაზარზე მათ მიერ შეხვედრილ სირთულეებზე ესაუბრონ.

ელჩების გადაადგილება საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში

31 აგვისტოს, ელჩები გაემგზავრებიან იმ ტერიოტრიების ხელისუფალთა და წარმომადგენელთა შესახვედრად, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გამოთქვამენ მზადყოფნას.

თვალი ადევნეთ კვირის სიახლეებს ტვიტერზე #ConfAmbass.

გამოქვეყნებულია 18/09/2018

გვერდის დასაწყისი