ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2016 წლის 2 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს - ბატონ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს და საერთოდ - მთლიანი რეგიონის ყველაზე ძველი, დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტია.
შეხვედრაზე განიხილეს „Erasmus+“-ის ფარგლებში განხორციელებული სტუდენტური და პროფესორული გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდის საკითხი, ისევე როგორც ისაუბრეს ახალი საერთო სასწავლო კურსების შექმნაზე საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან დარგებში: ტურიზმში, სოფლის მეურნეობასა და მაღალ ტექნოლოგიებში.