ელჩის ვიზიტი „პლანტას“ სასათბურე მეურნეობაში

2016 წლის 26 ოქტომბერს, თანაინვესტირების ფონდის მოწვევით, გარდაბანში მდებარე „პლანტას“ სასათბურე მეურნეობას საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე ეწვია.

„პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარზეა გადაჭიმული. მისი მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა: პროექტის პირველი ეტაპი 2014 წელს, ხოლო მეორე - 2016 წელს დასრულდა. სათბური საჭირო აღჭურვილობის დიდი ნაწილით ფრანგულმა კომპანიამ - რიშელმა უზრუნველყო.

საფრანგეთის ელჩთან ერთად, სასათბურე მეურნეობას ასევე ესტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.

JPEG - 53.1 ko
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი „პლანტას“ სასათბურე მეურნეობაში

JPEG

JPEG - 108.8 ko
ფრანგული კომპანია რიშელის ტექნოლოგიები

JPEG

publie le 08/11/2016

hautdepage