ელჩის ვიზიტი საზოგადოებრივ მაუწყებელში

საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე საქართველოს ყველაზე ძველ ტელევიზიას - საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია.

2016 წლის 16 ნოემბერს, ქართულ მედიასთან გამართული შეხვედრების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე საქართველოს ყველაზე ძველ ტელევიზიას - საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია. ელჩი შეხვდა ტელევიზიის გენერალურ დირექტორს - ბ-ნ გიორგი ბარათაშვილს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს - ბ-ნ გიორგი გვიმრაძესა და არხის კონტენტის დირექტორს - ბ-ნ სერგი გვარჯალაძეს.

JPEG - 99.4 ko
ელჩის შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორებთან

შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც წელს დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ტელევიზიის სათავეში ახალი გუნდია მოსული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მალე გადავიდეს მულტიმედია მაუწყებლობაზე. არხის ტელე-რადიო მაუწყებლობის კიდევ უფრო გათანამედროვებისთვის დაგეგმილია გრანდიოზული ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ხორციელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახალხო მედიის ნეიტრალურობა, ობიექტურობა და დამოუკიდებლობა - სწორედ ამ სამ ელემენტს გაუსვა ხაზი საუბრისას არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, ბატონმა გიორგი გვიმაძემ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს და მათი პატივისცემა დააფიქსირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში და დააფიქსირა განსაკუთრებული პატივისცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული საქმიანობისადმი. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ფრანგულ მედიასთან თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები.

JPEG - 90.9 ko
საფრანგეთის ელჩი და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორები

publie le 05/12/2016

hautdepage