ელჩის მიმართვა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით [fr]

ვირტუალური შეხვედრა პურის გამოცხობის თემაზე გადაღებული ვიდეოების მეშვეობით

ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

დღეს ჩვენ ვზეიმობთ ბასტილიის აღების დღეს, რომელიც 231 წლის წინ მოხდა. საფრანგეთში, ამ დღეს, ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ დემოკრატიისა და სოლიდარობის მიმართ ჩვენს ერთგულებას. დღევანდელი კრიზისის დროს, როცა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ დემოკრატია ნაკლებად ეფექტურია, მსურს კვლავ განვაცხადო, თუ რამდენად კარგად არიან შეიარაღებულები, ჩემი აზრით, ჩვენი სოლიდარული დემოკრატიული ქვეყნები ჯანდაცვის კრიზისზე გამჭვირვალე და კომპეტენტური რეაგირების უზრუნველსაყოფად თვითოეული ადამიანის სასიკეთოდ. საქართველოს შესანიშნავი შედეგები ამჟამინდელ კრიზისში ამის აშკარა დადასტურებად იქცა.

ჯანდაცვის კრიზისმა ჩვენ იძულებულები გაგვხადა, საფრანგეთსა და საქართველოში, ზოგიერთი საქმიანობა შეგვეწყვიტა და ხელახლა აღმოგვეჩინა ის, რაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. გთავაზობთ, ვისაუბროთ პროდუქტზე, რომელიც გაზიარებისა და შეკრების სიმბოლოა : ეს არის პური. საფრანგეთში, ისევე როგორც საქართველოში, ბევრი ადამიანი შეუდგა პურის შინ გამოცხობას, ავთენტურობის ძიებაში და ჯანსაღი კვების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე, უკეთ გაცნობის შესაძლებლობაა, ვინაიდან თვითოეული ადამიანი პურს თავისებურად აკეთებს საფრანგეთშიც და საქართველოშიც.

გთავაზობთ ვიდეოს « კე დ’ორსეში » პურის ცხობის შესახებ. მათ, ვისაც ეს ვიდეო შთაგაგონებთ, მოგიწოდებთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ოჯახისა თუ რეგიონის ტრადიციების მიხედვით პურის ცხობის საკუთარი ვიდეო. შემოდგომაზე შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და რეცეპტები გავუზიაროთ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიეღვნება პურის ცხობას ეკოლოგიაზე უფრო მეტად მზრუნველ გარემოში.

მეგობრული სურვილებით,

დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში

თქვენი ვიდეო-რეცეპტების გამოგზავნა შეგიძლიათ ფეისბუკ პოსტის კომენტარებში, ხოლო კოორდინატები მოგვწერეთ ფეისბუკ მესინჯერში ან მეილით ambafrancegeo@gmail.com

გამოქვეყნებულია 17/09/2020

გვერდის დასაწყისი