« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის გახსნა [fr]

2019 წლის 17 მაისს, « მაფ კარფურსა » და « ემაუს საქართველოს » შორის ხელი მოეწერა მხარდაჭერის მემორანდუმს საქართველოში საფრანგეთის ელჩის ბ-ნი პასკალ მენიეს თანდასწრებით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, « ემაუს საქართველოს » პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ღელაღუტაშვილი, IWA-ს წარმომადგენელი ქ-ნი ალედ დუმა, საკონსულო მრჩეველი და უცხოეთში მცხოვრები ფრანგების კავშირის პრეზიდენტი საქართველოში ქ-ნი ლუსინ ბარდონი და კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეთა მშობლების ასოციაციის წევრები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ყვავილების ბაზართან მდებარე « მაფ კარფურში » ოფიციელურად გაიხსნა ძღვენის ახალი კონტეინერი. International Women’s Association-ის (IWA) მიერ დაფინანსებული სხვა ოთხი კონტეინერი 2018 წლის ბოლოდან უკვე განთავსებულია შემდეგი მაღაზიების შესასვლელში :
- « მაფ კარფური » თბილისი მოლი
- « მაფ კარფური » ისთ ფოინთი
- დიდუბე პლაზა ტურსა და ჯორჯიტა.

კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ დაფინანსებული ერთი კონტეინერი კი განთავსებულია ამავე სკოლაში.

საქველმოქმედო ორგანიზაცია « ემაუს საქართველო », რომელიც უკვე სამი წელია, რაც საქმიანობას ეწევა, ეხმარება ყველაზე შეჭირვებულებს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეგროვებითა და მათი ძალიან დაბალ ფასად გაყიდვით, აგრეთვე სხვა სოლიდარული ღონისძიებების ორგანიზებით.

  • ყველას შეეძლება, გაიღოს უსარგებლო ნივთი, რომელიც ყველაზე შეჭირვებულებს წაადგება.
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება
« ემაუს საქართველოს » ახალი კონტეინერის განთავსება

გამოქვეყნებულია 17/06/2019

გვერდის დასაწყისი