ესეების კონკურსი და სამართლებრივი ტრენინგი ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის [fr]

2018 წლის 15 ოქტომბერს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქ-მა თეა წულუკიანმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბ-მა პასკალ მენიემ ფრანკოფონი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასწავლო სესია გახსნეს.

ეს ორდღიანი სასწავლო კურსი ქართველ ახალგაზრდებს ადამიანის უფლებების სფეროში მათი ცოდნის გაღმავებისა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ კიბერბულინგის შესახებ შეთავაზებულ ტრენინგზე დასწრების საშუალებას აძლევს.

ყვარლის სასწავლო ცენტრში მიწვევა იუსტიციის მინისტრის ჯილდოა ესეების კონკურსის მონაწილე ოცამდე მოსწავლისა და მათი მასწავლებლებისთვის. აღნიშნული კონკურსის სამი გამარჯვებული 23-ე საჯარო სკოლაში, ამა წლის 9 ოქტომბერს გამართული დაჯილდოების ცერემონიისას გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ-მა თეა წულუკიანმა და საფრანგეთის ელჩმა. ესეების თემა იყო « არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოსა და საფრანგეთში », ასევე « ადამიანი და კანონი ». აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავდა ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო და სამართლებრივ საკითხებზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო « ფრანკოფონია 2018 »-ის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ტრენინგი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ბ-ნი პასკალ მენიე და ქ-ნი თეა წულუკიანი
ბ-ნი პასკალ მენიე და ქ-ნი თეა წულუკიანი
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია
ფოტო : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გამოქვეყნებულია 12/11/2018

გვერდის დასაწყისი