ესპანეთი - ვითარება კატალონიაში

ბ-ნი ჟან-ივ ლე დრიანის, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება (27.10.2017)

შეშფოთებით ვაკვირდები მდგომარეობის განვითარებას კატალონიაში.

საფრანგეთს სურს, რომ ესპანეთი იყოს ძლიერი და ერთიანი. მას მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე ჰყავს, რომელიც არის მთავრობა მადრიდში. ესპანეთის კონსტიტუციას პატივი უნდა ეცეს.

კატალონიის საკითხი უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ჩარჩოში. სწორედ ამ მიზეზით, საფრანგეთი არ აღიარებს დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც ახლახანს მიიღო კატალონიის პარლამენტმა.

გამოქვეყნებულია 13/11/2017

გვერდის დასაწყისი